26 მაისს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აუდიტორია N32), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია და ფოტოგამოფენა გაიმართება.
დღის წესრიგი:
კონფერენციის გახსნა - პროფ. მერაბ ხალვაში,(ბსუ-ს რექტორი)
მისალმება - პროფ. მარინე გიორგაძე, (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი)
მომხსენებლები:
- ,,ეროვნული საბჭო და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა - პროფ. ჯემალ კარალიძე, (ბსუ)
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა - პროფ ოთარ გოგოლიშვილი, (ბსუ)
- სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსა და პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ - ასოც. პროფ. თამარ ავალიანი, (საქათველოს ეროვნული უნივერსიტეტი)
- „ქუთაისი და ქართული სახელმწიფოებრიობა“ პროფ. სულხან კუპრაშვილი, (ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- „26 მაისი 1918-1922 წ. ქართულ მწერლობაში“-პროფ მალხაზ ჩოხარაძე, (ბსუ)
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საფინანსო და აგრარული პოლიტიკა“- ასოც. პროფ. პაატა აროშიძე, (ბსუ)
- „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - სამართლებრივი შეფასება“ - ასოც. პროფ მალხაზ ნაკაშიძე,(ბსუ)
უკან |