ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფაკულტეტის ორგანიზებით, ფარისებრი ჯირკვლის მსოფლიო დღე აღინიშნება.
25 მაისს, 17:45 საათზე, 328-ე აუდიტორიაში, მსოფლიოს თირეოდოლოგ ექსპერტთა ვებინარი და დისკუსია გაიმართება თემაზე: „ბირთვული კატასტროფა: ზეგავლენა ფარისებრ ჯირკვალზე და მისი დაცვის გზები“.
ვებინარში მონაწილეობენ: ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელები და სტუდენტები, ამერიკის თირეოდოლოგთა ასოციაცია (ATA), აზია & ოკეანეთის თირეოდოლოგთა ასოციაციია, ევროპის თირეოდოლოგთა ასოციაცია და ლათინო ამერიკის თირეოდოლოგთა ასოციაცია.
ორგანიზატორები:
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მტკიცებითი მედიცინის დეპარტამენტი - სალომე ღლონტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი;
- კლინიკური მედიცინის დარგობრივი დეპარტამენტი - კახაბერ ქაშიბაძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი; თამარ პეშკოვა, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი;
უკან |