ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე ,,ერაზმუს+’-ის პროგრამის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით - HEIn4“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინოვაციების ლაბორატორია.
მიმდინარე წლის 21,22,28,29 მაისს და 4, 5 ივნისს ლაბორატორიაში ტარდება ტრენინგი Adobe Premiere Pro-ში.
ტერენინგ - კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ვიდეო ფაილების მონტაჟის რეჟისურას და შეიძენენ პროგრამა – Adobe Premiere Pro-სთან მუშაობის უნარ- ჩვევებს.
სასწავლო კურსზე მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა - 15 მსმენელი;
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა - 24 საკონტაქტო საათი. (6 სატრენინგო დღე, დღეში 4 შეხვედრა, თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 1 აკადემიური საათი).
მსმენელებზე გაიცემა სერტიფიკატი. (სერტიფიკატის მისაღებად მსმენელი უნდა დაესწროს სასწავლო კურსის ყველა მოდულს და წარმოადგინოს დასკვნითი პროექტი).
ტრენინგ კურსზე დაშვების წინაპირობაა:
- ინტერნეტ აპლიკაციებთან და ინტერნეტ რესურსთან მუშაობის გამოცდილება
- რასტრულ და ვექტორულ გრაფიკასთან და შესაბამისი გრაფიკული ფაილების ფორმატებთან მუშაობის უნარები
ტრენინგ კურსზე რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/ivWJZ5PETpMDZR4PA
უკან |