10 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 55-ე აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ შესახებ. „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამა“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და პროგრამას ახორციელებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება. საინფორმაციო შეხვედრაზე მეცნიერები გაეცნობიან საგრანტო კონკურსის პირობებს, რომელიც ითვალისწინებს მკვლევართა და ინოვატორთა კვლევითი თვიანი ვიზიტის დაფინანსებას (15 000 ევროს ოდენობით) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
შეხვედრის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
- მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;
- კონკურსის ადმინისტრირების კალენდარი;
- კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი;
- სამიზნე აუდიტორია და კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები;
- განაცხადების მიღების პროცესი;
- მოსალოდნელი შედეგები და ვალდებულებების შესრულების ინდიკატორები.
შეხვედრის სამუშაო ენა, ისევე, როგორც კონკურსის ადმინისტრირების ენა, არის ინგლისური.
საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარეთ სტუდენტური პორტალის საშუალებით, ღონისძიებების ველში.
უკან |