20-22 მაისს, ბორჯომში, გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებისათვის (მინიმუმ B1 დონე) გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გოეთეს ინსტიტუტის (GI) ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა „Zukunft denken, Zukunft gestalten”. შეხვედრის მიზანია მომავლის განვითარებისათვის საჭირო ინოვაციური და კრეატიული იდეების კონკრეტიზება და დისკუსია. დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1-ლი მაისი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღების წინაპირობა:
- CV
- სამოტივაციო წერილი გერმანულად (აღწერეთ თქვენი სურვილები და ხედვები მომავლის. განვითარებისთვის და მიზანი, თუ რატომ გსურთ ზემოხსენებულ ვორქშოპში მომაწილეობის მიღება);
საკონტაქტო პირი: anika.freese@daad-lektorat.de
უკან |