14 აპრილს, 12:00 საათზე, 32-ე აუდიტორიაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების - „2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია)“ და „2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის“ განხილვა.
მომხსენებლები: ასოც. პროფ. ნანა ცეცხლაძე, პროფ. მაია კიკვაძე;
Zoom-ით ჩართვა:
თინათინ ბოლქვაძე - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი;
მარინე ბერიძე - სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
ღონისძიება ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება.
უკან |