
2022 წლის 12 აპრილს, 16:00 საათზე, ონლაინ ფორმატში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი ნანა ყურშუბაძე ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირობებს გააცნობს.
პრეზენტაციის ZOOM პლატფორმის ბმული:
https://us02web.zoom.us/j/5529839711?pwd=VHZHMDh5a3dLQnVMTWdKajhsYk4xQT09
უკან |