
25 თებერვალს, 11:00 საათზე ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ დისკუსია თემაზე: ,,1921 წლის საქართველოს ოკუპაციის ფაქტი ისტორიულ კონტექსტში". ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იმსჯელებენ საქართველოში 1921 წლის თებერვალ-მარტში განვითარებულ მოვლენებზე. მოხსენებებს წარმოადგენენ პროფესორები ოთარ გოგოლიშვილი და ჯემალ კარალიძე.
ღონისძიება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
დისკუსიაში მონაწილეობის დასწრების ბმული:
უკან |