
როგორ ავირჩიოთ სწორად პროფესია?
პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ახალგაზრდები ხშირ შემთხვევაში, პროფესიის არჩევისას შეცდომას უშვებენ, ითვალისწინებენ მშობლების, ნათესავების, მეგობრების რჩევებს და უპირატესობას ანიჭებენ მათ მიერ არჩეულ ან მოდურ საგანმანათლებლო პროგრამებს.
ბსუ-ს ფსიქოლოგები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ტრენინგს და სკოლის მოსწავლეებს მისცემენ რჩევებს, თუ როგორ აირჩიონ სწორად პროფესია და რა მთავარი საკითხები გაითვალისწინონ.
მონაწილეობისთვის 15 თებერვლამდე გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე - https://forms.gle/CiMiwEAXSE6rGxYbA
ტრენინგის განრიგი:
15 თებერვალი, 20:00 საათი
17 თებერვალი, 20:00 საათი
ხელმძღვანელი: ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბერიძე
ტრენერები: ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის ფსიქოლოგები: ხატია ბერიძე, დავით ქათამაძე, ნინო ბარამიძე, ელენე იმნაიშვილი.
უკან |