ბსუ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ ელგუჯა მაკარაძის გარდაცვალების გამო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ცნობილი ფილოლოგის,  ელგუჯა მაკარაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებს და ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას.

ელგუჯა მაკარაძე ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის 1991 წლიდან იყო ბსუ-ს ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტი, კათედრის გამგე  (2000-2005 წლები), ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ამასთან, იგი იყო საქართველოს მეექვსე (2005-2008 წლები) და მეშვიდე (2008-2012 წლები) მოწვევის  პარლამენტის წევრი.

ელგუჯა მაკარაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიის საკითხების, ლიტერატურის თეორიის, ქართული ფოლკლორის  შესწავლის საქმეში. იგი არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო. მისი ძალისხმევით მრავალმა ახალგაზრდამ გაიკვალა გზა ცხოვრებასა და მეცნიერებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა