აკადემიური საბჭოს 2021 წლის 30 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

აკადემიური საბჭოს 2021 წლის 30 დეკემბრის სხდომის

დღის წესრიგი:

(სხდომის ჩატარების დრო: 14 სთ.)

1. ბსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის  დირექტორის კანდიდატურის შესარჩევად აკადემიური საბჭოს 2021 წლის 08 დეკემბრის №06-01/127 დადგენილებით გამოცხადებული  ღია კონკურსის შედეგის დამტკიცების შესახებ.

(მომხს.: ბსუ-ს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე)

2. „ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს  2020 წლის 14 დეკემბრის №06-01/82 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

(მომხს.: ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. ლევან ჯაყელი)

3. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ზოგიერთი დოქტორანტისთვის სწავლის ვადის გაგრძელების თაობაზე.

(მომხს.: ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ლელა თურმანიძე)

4. „ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს  2020 წლის 26 თებერვლის №06-01/16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

(მომხს.: ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მარინა გიორგაძე)

5.  ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ნავთობისა და გაზის ინჟინერია“ შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.

(მომხს.: ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. გოჩა ჩავლეშვილი)

6. ბსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის იზოლდა მაჭუტაძის შოთა რუსთაველის სახელობის მედლით დაჯილდოების თაობაზე.

(მომხს.: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, პროფ. მერაბ ხალვაში)

7. ბსუ-ს ემერიტუს გურამ ჩაგანავასთვის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მადლობის სიგელის გადაცემის თაობაზე.

(მომხს.: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, პროფ. მერაბ ხალვაში)


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა