
2022 წლის 23 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართება მოსწავლეთა მეხუთე სამეცნიერო ვიდეოკონფერენცია თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. მოხსენებები წარმოდგენილი იქნება შემდეგი მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, კულტურული, ენობრივი, ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ. მონაწილეები დაჯილდოვდებიან მადლობის სიგელითა და სერტიფიკატით.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ დანართში.

უკან |