UNESCO მესამედ აცხადებს ფოტოკონკურსს „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“. კონკურსის მთავარი თემებია: ტექსტილი და სამოსი და კულტურული ურთიერთობები კოვიდ-19-ის დროში, მათ შორის ტექსტილისა და სამოსის სფეროში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე. შემრჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან).
პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები მიიღებენ ნახევრად პროფესიონალურ ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ სამოყვარულო ციფრულ ფოტოაპარატს. ასევე შერჩეული 50 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და გამოიცემა ფოტოალბომი.
დეტალური ინფორმაცია და კონკურსის პირობები წარმოდგენილია შემდეგ ბმულზე: https://en.unesco.org/silkroad/content/participate-youth-eyes-silk-roads-photo-contest-2021
ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 24 აგვისტომდე, შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://unescosilkroadphotocontest.org/participate
უკან |