საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ბსუ-ში

სურათი

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება. აჭარის მუზეუმთან გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი,  ბსუ-ს I კორპუსის ფოიეში გაიხსნება აჭარის მუზეუმის ფონდებში დაცული მასალების გამოფენა და ჩატარდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 103 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. 


საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა:

14:00 საათზე, აჭარის მუზეუმთან გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში გაიხსნება აჭარის მუზეუმის ფონდებში დაცული მასალების გამოფენა;

15:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტისა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 103 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

 კონფერენციის პროგრამა:

კონფერენციის გახსნა - მერაბ ხალვაში, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
მისალმება - მარინე გიორგაძე, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

    მომხსენებლები:

  1. „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიოგრაფიიდან“ - ვახტანგ გურული, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
  2. „სად და როდის გადაწყდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი“- ჯემალ კარალიძე, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  3. ,,1918 წლის 26 მაისი - ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიის დასაწყისი"-  თამარ ავალიანი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსტეტი
  4. „რამსეი მაკდონალდი საქართველოს პირველი რესპუბლიკის და 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ"- მალხაზ ნაკაშიძე,  ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. „ბათუმის ოლქი 1918-1920 წლებში“ - ოთარ გოგოლიშვილი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი
  6. „ეკონომიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921 წლებში“ - თეონა ზოიძე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი,  სსიპ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორი
  7. „ქუთაისის გუბერნია 1918-1921 წლებში“ - სულხან კუპრაშვილი , პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  8. „ვლასა მგელაძე“ - რუსუდან კობრავა, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი

კონფერენციის ბმული: https://us02web.zoom.us/j/3871613018?status=success

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის მუზეუმის  ორგანიზებით აღინიშნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა