ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის

სურათი

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

23 თებერვალს, 17:00 საათზე, ბსუ-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ონლაინ ღია კარის დღეების ფარგლებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასისტ. პროფესორი თეა ქოიავა აბიტურიენტებისთვის გამართავს ონლაინ შეხვედრას.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თეა ქოიავა ისაუბრებს  ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, სწავლის პირობებზე, სტიპენდიებსა და გაცვლით პროგრამებზე.

პირდაპირი ჩართვისას აბიტურიენტებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის  ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

ბიოლოგია

ქიმია

ეკოლოგია

გეოგრაფია

მედიცინა

სტომატოლოგია

ფარმაცია

ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია

 

დამატებით, შეგიძლიათ იხილოთ ბსუ-ს პრეზენტაცია აბიტურიენტებისთვის:

https://bsu.edu.ge/main/page/9750/index.html

ასევე, ვირტუალური ტურის მეშვეობით შეგიძლიათ დაათვალიეროთ უნივერსიტეტის შენობა, ლაბორატორიები და სასწავლო რესურსები:

https://bsu.edu.ge/360/


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა