19 თებერვალი - პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე

სურათი

19 თებერვალს, 13:00 საათზე, პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება ვებინარი თემაზე „ერთად ვებრძოლოთ პლაგიატს“.

სამუშაო შეხვედრაზე გაიმართება პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული პრეზენტაციები, მსმენელები გაეცნობიან პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებსა და ბსუ-ს მიერ შემუშავებულ რეგულაციებს. ამასთან, დამსწრეთ შესაძლებლობა ექნებათ ნახონ პლაგიატის პრევენციის შესახებ ,,ერაზმუს+“-ის პროექტის ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები, ასევე გაიმართება ვიქტორინა. 

შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი zoom ბმული:

Meeting ID: 870 651 8151
Passcode: integrity
 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა