ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის

სურათი

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

19 თებერვალს, 17:00 საათზე, ბსუ-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ონლაინ ღია კარის დღეების ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი აბიტურიენტებისთვის გამართავს ონლაინ შეხვედრას.

დეკანი ვლადიმერ ღლონტი ისაუბრებს  ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, სწავლის პირობებზე, სტიპენდიებსა და გაცვლით პროგრამებზე.

პირდაპირი ჩართვისას აბიტურიენტებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და ფაკულტეტის დეკანისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

ბიზნესის ადმინისტრირება

ეკონომიკა

დამატებით, შეგიძლიათ იხილოთ ბსუ-ს პრეზენტაცია აბიტურიენტებისთვის:

https://bsu.edu.ge/main/page/9750/index.html

ასევე, ვირტუალური ტურის მეშვეობით შეგიძლიათ დაათვალიეროთ უნივერსიტეტის შენობა, ლაბორატორიები და სასწავლო რესურსები:

https://bsu.edu.ge/360/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა