აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
15 თებერვალს, 17:00 საათზე, ბსუ-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ონლაინ ღია კარის დღეების ფარგლებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინე გიორგაძე აბიტურიენტებისთვის გამართავს ონლაინ შეხვედრას.
დეკანი მარინე გიორგაძე ისაუბრებს ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, სწავლის პირობებზე, სტიპენდიებსა და გაცვლით პროგრამებზე.
პირდაპირი ჩართვისას აბიტურიენტებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და ფაკულტეტის დეკანისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ქართული ფილოლოგია
- ინგლისური ფილოლოგია
- გერმანული ფილოლოგია
- ფრანგული ფილოლოგია
- რუსული ფილოლოგია
- თურქული ფილოლოგია
- თურქეთისმცოდნეობა
- თარგმანმცოდნეობა
- ფილოსოფია
- ისტორია
ასევე, ქართულ ენაში მომზადების პროგრამა (აზერბაიჯანულენოვანთათვის/ აფხაზურენოვანთათვის/ ოსურენოვანთათვის/ სომხურენოვანთათვის)
დამატებით, შეგიძლიათ იხილოთ ბსუ-ს პრეზენტაცია აბიტურიენტებისთვის:
https://bsu.edu.ge/main/page/9750/index.html
ასევე, ვირტუალური ტურის მეშვეობით შეგიძლიათ დაათვალიეროთ უნივერსიტეტის შენობა, ლაბორატორიები და სასწავლო რესურსები:
https://bsu.edu.ge/360/
უკან |