
2021 წლის 3 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება მოსწავლეთა მეოთხე სამეცნიერო ვიდეოკონფერენცია თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერენცია პროექტის „უნივერსიტეტი - სკოლას“ ეგიდით ტარდება და მოხსენებები წარმოდგენილი იქნება შემდეგი მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს კულტურული, ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

უკან |