საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს მონაწილეების მიღებას ტრენინგზე "როგორ შევქმნათ სტარტაპი". პროექტის მიზანია, ახალგაზრდების აღმოჩენა, რომელთაც აინტერესებთ სტარტაპზე მუშაობა. ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდებს გააცნობენ მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულ ტრენდებს და დაეხმარებიან მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში საკუთარი იდეების განსახორციელებლად.
კურსის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა: პროექტზე გუნდურად მუშაობა, ბაზრის კვლევა, პროდუქტის ტექნიკური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია, სხვადასხვა ბიზნეს მოდელების განხილვა დისკუსიის რეჟიმში და ფინალური პრეზენტაციები.
კურსი ძირითადად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს წამყვანი და გამოცდილი ტრენერები, რომელთაც სტარტაპებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 50 მონაწილე. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.
აპლიკაციის შესავსებად გადადით შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/vRFdKpmkXk8LNHs68
უკან |