მიმდინარე წლის 7, 8 და 9 სექტემებრს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ტრენინგი თემაზე - „მრავალფეროვნება, ინკლუზია და თანაბარი შესაძლებლობები თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში“. ტრენინგი იმართება ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭრილი პროექტის ფარგლებში „მრავალფეროვნების მართვა და ქალთა თანაბარი მონაწილეობის მხარდაჭერა თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში“. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მონაწილეობით და მხარდაჭერით.
პროექტი ეხება ინკლუზიის, მრავალფეროვნებისა და ქალთა მონაწილეობის საკითხებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური გარემოს განვითარებას საზოგადოებაში.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ექსპერტებთან ერთად განიხილონ და შეაფასონ საქართველოში დღეს არსებული პრობლემური სფეროები უმცირესობების ინტეგრირების კუთხით; ერთად შევეცდებით პასუხის გავცეთ შემდეგ შეკითხვებს: მრავალფეროვნება და ინკლუზია, ინკლუზიური საზოგადოების განვითარებისთვის ზრუნვა, უსაფრთხოების სექტორის რეფორმის შესახებ ცნობიერების ამღლება, უსაფრთხოების სექტორს ზედამხედველობის საშუალებები, უსაფრთხოების სექტორი საზოგადოებაში განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების პირობებში.
მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ზემოთ აღიშნულ საკითხებთან დაკავშირებით; მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რომელიც მომავალში თავიანთი პროექტების, ასევე სხვადასხვა საკითხებზე ადვოკატირების სტრატეგიის შექმნაში და განხორციელებაში დაეხმარებათ.
პროექტის ყველაზე საინტერესო კომპონენტია სტუნდეტების მიერ განხოციელებული მცირე პროექტებია, რომელთა დაგეგმვა მოხდება ტრენინგზე. ასევე გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
საკონტაქტო პირები
შორენა ლორთქიფანიძე
სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში
თანადამფუძნებელი, აღმასრულებები გამგეობის წევრი
იმეილი: slortkipani@gmail.com
ტელ: 995 5 99921842
ირაკლი მანველიძე, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი
იმეილი irakli.manvelidze@bsu.edu.ge
ტელ. 577141099
უკან |