კონფერენცია: „დამოუკიდებლობის მოპოვება, აღდგენა, შენარჩუნება“

სურათი

26 მაისს, 12:00 საათზე, ZOOM-ის ონლაინ პლატფორმაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას: „დამოუკიდებლობის მოპოვება, აღდგენა, შენარჩუნება“ ჩაატარებს.

საორგანიზაციო კომიტეტი:

  • ლევან ჯაყელი - აბსუ-ს სოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, მოდერატორი;
  • ომარ ფარტენაძე - ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, წამყვანი;
  • ადამ მახარაძე - ბსუ-ს პროფესორი

მომხსენებლები:

  • პროფესორი ოთარ ჯანელიძე (გორის უნივერსიტეტი)  - „1918 წლის 26 მაისი მის თანამედროვეთა აღქმებსა და შეფასებებში“;
  • პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - „დამოუკიდებლობის აქტით დეკლარირებული პრინციპების დამკვიდრება საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში“;
  • პროფესორი მურმან გორგოშაძე  (ბათუმის შოთა სახელმწიფო უნივერსიტეტი) - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო და კანონმდებლობის ძირითადი მიმართულებანი (1918-1921)“
  • პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - „ბათუმის საკითხი 1918 წლის მარტის ტრაპიზონისა და მაისის ბათუმის კონფერენციებზე“;
  • ნიკოლოზ მეგრელიშვილი - ( საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი) – „დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე (კონსტიტუციონალიზმის განვითარების ეტაპები)“;
  • პროფესორი გურამ ჩაგანავა (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - „სახელწოდება „თურქის“ ეტიმოლოგიის პრობლემა“;
  • თინა ცხოვრებაძე  (თსუ-ს დოქტორანტი) – „1918 წლის 26 მაისის გახსენება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წინა პერიოდში (1988-1990)“;
  • მანანა დარჩაშვილი - (ილიაუნის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი)  - „მიხაკო წერეთელი და 26 მაისი: ორი გამოსვლის (1918 და 1943) შედარებითი ანალიზი“;
  • თამარ ქარაია - (თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი)  - „26 მაისი როგორც მეხსიერების პროექტი“

კონფერენცია გაიმართება შემდეგ ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/5276480435?status=success


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა