გიორგი მასალკინის საჯარო ლექცია: “პოსტკორონისეული სამყარო და ჩვენ”

სურათი

19 მაისს, 17:00 საათზე, ZOOM - ის ონლაინ პლატფორმაზე ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც. პროფ. გიორგი მასალკინი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “პოსტკორონისეული სამყარო და ჩვენ”.

ეს მოხსენება, ბუნებრივია, არ არის საკითხის შეჯამების მცდელობა, ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, ესაა მცდელობა კითხვების დასმისა, კითხვების, რომლებზეც სამყაროს და ჩვენ მოგვიწევს პასუხების გაცემა:

  • რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენა საერთაშორისო გლობალურ პროცესებზე ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში;
  • რა გავლენას მოახდენს ის კომუნიკაციაზე (რომელიც განსაზღვრავს ცივილიზაციის რაობას);
  • დემოკრატიის რაობაზე,  - ხომ არ დაემატება დილემას - „თავისუფლება თუ უსაფრთხოება“, ახალი დილემა - „თავისუფლება თუ ჯამრთელობა“. რომელი პოლიტიკური იდეოლოგია და რეჟიმები აღმოჩნდებიან უფრო სიცოცხლისუნარიანები  არსებულ მდგომარეობაში;
  • რა შეიცვლება სოციალურ ურთიერთობებში - ატომიზაცია, რობინზონიზაცია, ახალი სოციალური ქცევა, ჩვევები და ა.შ;
  • ახალი მასალა ფსიქოლოგიისათვის, პედაგოგიკისათვის, ფილოსოფიისათვის, ეკონომიკური მეცნიერებისათვის, პოლიტიკური ფილოსოფიისათვის, კიდევ?
  • რომელმა სხვა გამოწვევებმა იჩინა თავი?.. დაასახელეთ.
  • შეიცვლება თუ არა ადამიანის სამყაროსთან ურთიერთობის სტრატეგია, პარადიგმა?

დასწრება თავისუფალია.

zoom-ის ბმული


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა