2020 წლის 21 მაისს, 12.00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი ევროსაბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ატარებს სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ჰარმონიული თანაცხოვრება მრავალფეროვან გარემოში“.
კონფერენციის მოხსენებების თემატიკა:
1. კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობა მსოფლიოს ხალხთა ჰარმონიული ცხოვრებისათვის;
2. რელიგიური, გენდერული და განსხვავებული შესაძლებლობების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებების და პატივისცემის კულტურის დამკვიდრება;
3. თანასწორობის და ტოლერანტობის მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში;
4. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები 2020 წლის 18 მაისამდე დარეგისტრირდით ბმულზე:
უკან |