მიხეილ უკლებას ლექცია თემაზე: „კორონავირუსის პანდემია და მისი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე“

სურათი

5 მაისს, 12:00 საათზე, ჩატარდება მიხეილ უკლებას ლექცია თემაზე: „კორონავირუსის პანდემია და მისი გავლენა გლობალურ  ეკონომიკაზე“.

Zoom-ის ონლაინ პლატფორმის ლინკი:  https://zoom.us

ონლაინ საჯარო ლექცია იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით.

მომხსენებელი - დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი, ელჩი მიხეილ უკლება.

ლექციის ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:

  • მსოფლიოს წინაშე არსებული გლობალური საფრთხეები
  • კორონავირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე
  • კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ გატარებული ზომები
  • კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

2018 წლიდან მიხეილ უკლება დიპლომატიური ინსტიტუტის ერთ-ერთი მკვლევარია. 1990 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მიხეილ უკლება იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და უკრაინაში, ასევე, ის არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამში. 1998-2001 წლებში მიხეილ უკლება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 1985-1989 წლებში მუშაობდა უფროს ეკონომისტად, საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლობაში, ბაღდადში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა