14 იანვარს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება. ბსუ-ს ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნატალია ლაზბა საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „დროშების ისტორია“.
სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზეა მიღებული, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.
უკან |