10 დეკემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის 534 აუდიტორიაში, იურიდიული და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: ,,შრომის უსაფრთხოებაში არსებული ხარვეზები და მათი აღმოფხვრის გზები".
ლექციას გაუძღვება აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე.
შეხვედრაზე განხილული იქნება ახლად მიღებული ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ" და კანონპროექტი ,,შრომის კანონთა კოდექსში შესატანი ცვლილებებისშესახებ".
დასწრება თავისუფალია!
უკან |