
2020 წლის 4 აპრილს, 10:00-13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართება მოსწავლეთა მესამე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. ერთდღიან კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი იქნება შემდეგი მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და კულტურული ურთიერთობები.
უკან |