28 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (I კორპუსის ფოიე) გაიხსნება გამოფენა „ბულგარეთის ძეგლები იუნესკოს მფარველობის ქვეშ“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ბულგარეთის მდიდარი ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობისა და მრავალფეროვანი ბუნების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც დამზადებულია ცნობილი ფოტოგრაფის ალექსანდრე ნიშკოვის მიერ. ღონისძიება საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ორგანიზებით გაიმართება.
უკან |