
22 აგვისტოს, 16:30 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში ჰემლაინის უნივერსიტეტის პროფესორის დევიდ შულცის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე:,,როგორი იქნება აშშ-ს 2020 წლის არჩევნები?". ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ ფარგლებში ტარდება.
ჰემლაინის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი დევიდ შულცი ასწავლის სხვადასხვა მიმართულებებს ამერიკული პოლიტიკის - საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება, კამპანიები და არჩევნები, სამთავრობო ეთიკა. ასევე არის მინესოტას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სადაც ასწავლის საარჩევნო სამართალს. არის 30 წიგნისა და 100-ზე მეტი სტატიის ავტორი თემებზე: ამერიკის პოლიტიკა, საარჩევნო სამართალი, მედია და პოლიტიკა. სამჯერ აქვს მიღებული ფულბრაიტის სტიპენდია, 2013 წელს მიენიჭა ლეზლი ა.უიტინგტონის ეროვნული ჯილდო საჯარო სწავლების სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის.
უკან |