საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. 14 ივლისს, 16:00 საათზე, ბსუ-ს წინ (ბულვარის მიმდებარე ტერიტორია) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ბულვარისა და აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მონაწილეები:
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია
- აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია
- სკოლა ევრო 2000
- ქართულ-ამერიკული სკოლა
ღონისძიების პროგრამა:
- ძველი ბათუმისა და საფრანგეთის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოგამოფენა (ბათუმის ბულვარი)
- ფაბლაბ ბსუ-ს ნამუშევრების გამოფენა
- ფრანგული ლიტერატურის პერსონაჟების გუაშით ხატვა (ქართულ-ამერიკული სკოლა)
- სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა (სკოლა ევრო 2000)
-
ქართული და ფრანგული მუსიკალური ნომრები (ბსუ ბენდი, ბავშვთა მუსიკალური ანსამბლი, ირაკლი კორიფაძე, ეთერ ხალვაში, ლუკა ზუხუბაია, ნინო ნიშნიანიძე)
უკან |