10 ივლისს, 15:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (I კორპუსის ფოიე) გამოფენა „ლატვიის საუკუნე“ გაიხსნება. „ლატვიის საუკუნე“ უნივერსალური პროექტია, ქვეყნის ბოლო 100 წლის ისტორიას ასახავს და მასზე ლატვიის 60-ზე მეტმა მუზეუმმა იმუშავა. გამოფენა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და საელჩოს ორგანიზებით ტარდება.
უკან |