9-13 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (I კორპუსი, II სართული) გამოფენა „ქალაქების შეჯამება, ევროპული მოედნები და მათი ისტორიები“ გაიხსნება. კატალინ დ. კონსტანტინის ნამუშევრები მოედნების გეოგრაფიული სივრცეს ეძღვნება და მიზნად ისახავს ევროპის ქალაქების საჯარო მოედნების კულტურული და ანთროპოლოგიური წარმოჩენას. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში რუმინეთის საელჩოს ორგანიზებით იმართება.
უკან |