გაცვლითი პროგრამა ყაზგუს უნივერსიტეტში (ყაზახეთი)

ყაზგუს უნივერსიტეტის (ყაზახეთი) სამართლის სკოლა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლა იწვევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 სტუდენტს  სასწავლებლად.

მობილობა განხორციელდება 2019-2020 სასწავლო წელს.

მობილობის ხანგრძლივობა:  ერთი სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • უნდა იყოს ბაკალავრიატის მეორე ან მესამე სასწავლო წლის სტუდენტი;

ინგლისური ენის ცოდნა -  არანაკლებ B1.2 დონისა.

საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • CV (ქართულ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე);
  • ცნობა ინგლისური ენის დონის შესახებ.

მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და საერთო საცხოვრებელს.

დეტალური ინფორმაცია კურსების შესახებ იხილეთ:

ეკონომიკის უმაღლესი სკოლა

სამართლის სკოლა 

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა:  2019 წლის  21 ივნისი, 18: 00 საათი,  ბსუ-ს კანცელარია (ოთახი #1).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა