
7 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ქიმიის ფესტივალი გაიმართება. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორები და სტუდენტები ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერაქციულ გამოფენას მოაწყობენ. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ბსუ-ს ლაბორატორიები და მონაწილეობა მიიღონ ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებაში.
ქიმიის ფესტივალი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.
უკან |