
„გააზიარე ცოდნა“ - ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მონაწილეობით შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მრავალფეროვანი პროგრამით შეუერთდა და დამთვალიერებლებს ინტერაქტიული და სამეცნიერო აქტივობები შესთავაზა.
ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა წარმოადგინა ბოლო წლებში გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა-მონოგრაფიები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, სახალისო ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერიმენტები, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მიღწევები.
უკან |