ბსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებლის გახსნა

სურათი

5 მაისს, 15:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი გაიხსნება. თანამედროვე სტანდარტების 200 მობინადრეზე გათვლილი სტუდენტთა საცხოვრებელი ბათუმში, ლეონიძის ქ. #15-ში მდებარეობს.

სტუდენტთა ახალი, ოთხსართულიანი საცხოვრებელი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. შენობა ძირითადად 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი. სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები.

მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც ნაწილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტიდან პროგრამული დაფინანსებით  ჩაირიცხა.

სტუდენტთა ძველი საერთო  საცხოვრებელი გაიხსნა მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში, იყო არასტანდარტული ამორტიზირებული, მოძველებული ინფრასტრუქტურის შენობა, საერთო სარგებლობის სანიტარული კვანძებით,  წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების არაცენტრალიზირებული სისტემით.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა