ერაზმუს+ კონკურსი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია)

ცხადდება კონკურსი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + ICM პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესის ეტაპები:

  • დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მინიოს უნივერსიტეტის პროექტის ელ. ბმულზე
  • შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მინიოს უნივერსიტეტის მიერ.

განაცხადების მიღება იწარმოებს  მიმდინარე წლის 31 მაისამდე.

სააპლიკაციო პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით პროგრამის გაიდლაინს

ვაკანტური ადგილები აღნიშნულ პროგრამაზე საქართველოდან წარმოდგენილ 5 უსდ-ზე არის შემდეგი:

ადმინისტრაციული პერსონალი : 1

აკადემიური პერსონალი: ვაკანტური ადგილი არ არის, თუმცა შესაძლოა ხელშეკრულების ცვლილება, თუ ვერ მოხდება ადგილების შევსება.

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • CV-ს ევროპასის ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
  • ინგლისური ან პორტუგალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან პორტუგალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • სამუშაო გეგმის მონახაზი/მობილობის ხელშეკრულება (ინგლისურ ენაზე, ნიმუშები იხილეთ Guidline-ის ბმულზე)
  • დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

5 სამუშაო დღე (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:

დღიურ 160 ევროს;

ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

დამატებითი ინფორმაცია: 

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა გაიღონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;

დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmus@bsu.edu.ge;


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა