
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ შორის. ხელშეკრულების მიზანია ფორმალური და არაფორმალურ განათლების ხელშეწყობა, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება. მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის განხორციელებას, ტრენინგების, სემინარებისა და საჯარო ლექციების გამართვას.
უკან |