
ბსუ-ს სტუდენტური პროექტების ფარგლებში დაფინანსებული პირველი გამარჯვებული პროექტი, "ეკონომიკური დებატები - ბსუ 2019" წარმატებით დასრულდა. დებატების ტურნირი პირველად ჩატარდა მსგავსი ფორმატით და საქართველოს მასშტაბით 7 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 40 სტუდენტი გააერთიანა. პროექტი 2 ნაწილს მოიცავდა - საჯარო ლექციებსა და დებატების ტურნირს. პირველი ნაწილი - 4 დღის განმავლობაში მონაწილეებისათვის ჩატარდა საჯარო ლექციები, რომელიც ეხებოდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს, მათ შორის:
1. ვლადიმერ პაპავა, თემა: "საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები";
2. მამუკა ბერძენიშვილი, თემა: "ტურიზმის პოლიტიკა - სეზონურობა";
3. ტიტე აროშიძე, თემა: "სოფლის მეურნეობაში არსებული გამოწვევები";
4. ტატო ხუნდაძეს, თემა: "ეკონომიკური პოლიტიკის დივერსიფიკაცია";
5. არჩილ ვანაძე, თემა: "აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები";
მეორე ნაწილი - 4 დღის განმავლობაში ჩატარდა ფორმალური დებატების ტექნიკის ტრენინგი - საჯარო გამოსვლა, დროის კონტროლი, არგუმენტაცია. ტრნერები: დავით ფარტენაძე და რევაზ ოკუჯავა.
პროექტი ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, „მარდი ჰოლდინგისა“ და „ალუბალის“ მხარდაჭერით
განხორციელდა.
პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები - ნესტან ვარშანიძე და გოგიტა ბარამიძე.
უკან |