
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის და აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამდღიანი სასწავლო კურსი დაიწყო თემაზე: „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები ბსუ-ს სტუდენტებსა და ტურიზმით დაინტერესებულ პირებს ლექციებს წაუკითხავენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიისა (ტურისტული, ეკონომიკური, კულტურული დიპლომატიის) და საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების საკითხებზე. სასწავლო კურსი დიპლომატიის ინსტიტუტის მკვლევარის, ელჩის მიხეილ უკლებას საჯარო ლექციით - „საქართველოს დიპლომატიის უახლესი ისტორია 1991 წლიდან დღემდე“ დაიწყო.
უკან |