22 აპრილს, 10:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და CENN-ის ორგანიზებით ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში პროგრამის (WMTR) ფარგლებში ბათუმში ნარჩენების სეპარაციის სტენდების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აჭარაში, სადაც ნარჩენების სეპარაციის სტენდი განთავსდება.
ღონისძიების ფარგლებში, ბსუ-ს სტუდენტები და მოწვეული სტუმრები სეპარაციის სტენდში სიმბოლურად განათავსებენ დახარისხებულ ნარჩენებს. ასევე, WMTR პროგამის ფარგლებში აჭარის რეგიონში დახურული არალეგალური ნაგავსაყრელების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება. სტუდენტები წარადგენენ პრეზენტაციას თემაზე: „პლასტმასას მავნე გავლენა გარემოზე და ნარჩენების დახარისხების პოპულარიზაცია მოსახლეობაში.“ სტენდის ოფიციალური გახსნის შემდეგ ბსუ-ს ბიოლოგიისა და აგრარული მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და 100-მდე სტუდენტი ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლს დაასუფთავებენ.
ღონისძიება USAID-ის და CENN-ის ერთობლივი პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II“ ( WMTR II) ფარგლებში ხორციელდება.
ღონისძიების განრიგი:
09:50 სთ
ღონისძიების გახსნა
10:00 სთ-10:25 სთ
მისალმება:
აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე
USAID -ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი
ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში
CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია
10:25 სთ - 10:35 სთ
ბათუმის მერიასა და ორგანიზაცია CENN- ს შორის მემორანდუმის გაფორმება
10:35 სთ - 10:45 სთ
სტუდენტების პრეზენტაცია
10:45 სთ-11:00 სთ
სეპარაციის სტენდის სიმბოლური გახსნა/დახარისხებული ნარჩენების სტენდში განთავსება და სამახსოვრო ფოტოების გადაღება
10:00 სთ -11:15 სთ
აჭარაში დახურული არალეგალური ნაგავსაყრელების ამსახველი ფოტოგამოფენა
11:30 სთ
ბსუ-ს ბიოლოგიისა და აგრარული მიმართულების სტუდენტების მიერ ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლის დასუფთავება
უკან |