საბუნებისმეტყველო მეცნირებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში  ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 10 მაისიდან  15 მაისის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე (უქმე დღეების გარდა), ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N2 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi@bsu.edu.ge);
  3. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 16 მაისიდან   17 მაისის ჩათვლით;
  4. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2019 წლის 20 მაისისა   გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  5. კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2019 წლის 27 მაისიდან.
  6. კონკურსის ძირითადი პირობებია:
    1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ კლასიფიკატორის (შემდეგში ,,კლასიფიკატორი“) 2.3,  2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6  ან  3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები; 

დ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტ-პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:

)     პირადობის მოწმობის ასლი;

) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ).

)    საკონკურსო     თანამდებობის     შესაბამისი     მიმართულების     სილაბუსი (სილაბუსები);

) ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე;

) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ბსუ-  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული  ფორმა - დანართი N3),

) კონკურსანტის ანკეტა (ბსუ-  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული  ფორმა - დანართი N4);

8. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე.

9.  ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების  წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილების და წინამდებარე ბრძანების  გაცნობა შესაძლებელია ბსუ- ოფიციალურ ვებგვერდზე (კონკურსების ველში).

ბრძანება N-01-02/49

დადგენილება №06-01/47

დადგენილება №06-01/48

 

  კონკურსანტის განცხადების ფორმა
  კონკურსანტის ანკეტის ფორმა
  კლასიფიკატორი
  ბსუ-ს წესდება
  აფილირების წესი 2016 (კოდიფიცირებული 2018 წლის მარტის მდგომარეობით)
  აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი (კოდიფიცირებული 2018.06)
  ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა