„ვეფხისტყაოსნის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალი

სურათი

5-8 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის მერიის, ბათუმის ხელოვნების ცენტრის და აჭარის სკაუტური ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართება „ვეფხისტყაოსნის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალი. უნივერსიტეტში ფესტივალის შემეცნებითი ნაწილი  ჩატარდება, 6 აპრილს, ბსუ-ს I კორპუსის ფოეში სტუდენტების მონაწილეობით მოეწყობა კოსტიუმირებული შოუ - „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები და გაიხსნება „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებისა და თარგმანების გამოფენა. სააქტო დარბაზში გაიმართება ფესტივალის გახსნის ცერემონია და პრეზენტაცია - რუსთაველი და მისი „ვეფხისტყაოსანი“. პროექტის - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტები და ფესტივალის მონაწილეები ზეპირად წაიკითხავენ „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს, ასევე ყველა მსურველს საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს პოემის ხელნაწერის შექმნაში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა