
უვიზო მიმოსვლის თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო კამპანია გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს დეპარტამენტის დირექტორმა გოგა ტაბატაძემ და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მიხეილ უკლებამ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ევროკავშირის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები გააცნეს. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |