
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეები დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნეს. 2019-2020 სასწავლო წელს ბსუ-ში 35-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 1315 პირველკურსელი ჩაირიცხება, მათგან 460 სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის. აბიტურიენტებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |