
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კამპანია „უნივერსიტეტი-სკოლას“ დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. ბსუ-ს 80-მდე პროფესორი ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს პოპულარული ხასიათის ლექციებს წაუკითხავენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, კონსტიტუცია და დემოკრატიული მმართველობა, ბულინგის გამომწვევი მიზეზები, თაობები და ღირებულებები, ლიტერატურა და კრიტიკული აზროვნება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კულტურა და ცივილიზაცია, საერთაშორისო და ეროვნული ტურიზმი და სხვ. ბსუ-ს პროექტი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
უკან |