სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 9 მარტის №4 გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყო 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამის - „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“ განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობს მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ბსუ-ს უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხურის I, II, III, IV, V, VI სასწავლო წლის სტუდენტებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებს, სწავლების მე-2 სემესტრიდან.
საბუთების მიღება იწარმოებს 15 მარტამდე, ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში.
ბრძანება 21-10/31
დანართი
უკან |