
ბსუ-ს 14 სტუდენტი ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს საფრანგეთის, ავსტრიის, ბულგარეთის, ლიეტუვას, ესპანეთის, გერმანიის და პოლონეთის უნივერსიტეტებში გაივლიან. გარდა ამისა უცხოეთის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 6 სტუდენტი ყაზახეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გააგრძელებს სწავლას.
ევროკომისიის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა შესარჩევი კონკურსი 3 ეტაპად გაირეს, რომელიც უცხო ენის გამოცდას, სააპლიკაციო დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა-შეფასებასა და გასაუბრებას მოიცავდა. ასევე, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 12 უცხოელ სტუდენტს უმასპინძლებს.
უკან |