
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტებს შეხვდა და სამინისტროს 2019 წლის პროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა’’-ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.
შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე და უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პრაქტიკული უნარჩვევევბის გამომუშავების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად 6 თვის ვადით მიიღებს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, სულ 10 სტაჟიორი. მათ შორის: 7 აგრარული მიმართულების, 1 აგროინჟინერიის, 2 ქიმიის, ბიოლოგიის ან ეკოლოგიის.
სტაჟიორი დადგენილი წესით მიიღებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. განაცხადების მიღება წარმოებს 2019 წლის 30 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა მიმდინარეობს ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე- www. hr.gov.ge-ზე.
უკან |